logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია გიორგი ტუღუშზე: გალაკტიონის წიგნზე შეიჭმუხნა, არ ვცემ პატივსო... რატომ მეთქი?- საბჭოთა რაღაცეები ჰქონდაო...
- +

17 მარტი. 2016. 22:36


ცოტნე გამსახურდია საქართველოს ყოფილი ომბუდსმენის, გიორგი ტუღუშის ციხეში ვიზიტს იხსენებს:



„როდესაც გლდანის ციხეში ვშიმშილობდი, დაახლოებით 40 დღის შემდეგ (ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასე იყო) „სახალხო დამცველი" ტუღუში შემოცუნცულდა, გვიკადრა ბოლო-ბოლო...

 

რამდენიმე ირონიული ფრაზის შემდეგ, როგორ დავიკელი და დიეტაზე რომ ვარ, მაგიდაზე გალაკტიონის წიგნი დაინახა. შეიჭმუხნა. არ ვცემ პატივსო. რატომ-მეთქი? საბჭოთა რაღაცეები ჰქონდაო... აქ კი სიმწრის სიცილი ამივარდა...  წარმოვიდგინე, რას იზამდა იმ პერიოდში ეს ნაძირალა, რომელიც კაცმა ვერ აიძულა, დაეწერა სიტყვა „წამება" ან „სასტიკი ცემა" დადასტურებულ შემთხვევებზე აგერ, ჩვენ ეპოქაში...

 

ასე რომ, ახლა ჭიკჭიკი ადვილია. მაშინ ყველას რაღაც უნდა დაეწერა. უბრალოდ, ზოგი ტყავიდან ძვრებოდა, ხოლო ზოგი ცდილობდა, ეს ნომინალურად გაეკეთებინა, თან სხვისთვის ზიანის მიყენების გარეშე. და ბოლოს: მე ბევრი მაშინდელი „დამწერი" მირჩევნია დღევანდელ მატრაკვეცა ლიბერალებს, ფლიუგერივით რომ აქვთ კუდი ფულის სიოზე..."


 

right_banner
არქივი
right_banner