logo_geo
eng_logo
„მე ის ვერ გავიგე, ლიბერალებმა რა ვერ გაიგეს გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში ?!“
- +

11 იანვარი. 2017. 19:19




„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება.


„მე ის ვერ გავიგე, ლიბერალებმა რა ვერ გაიგეს გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში ?!

 

თუმცა მესმის მათი... მათთვის პროსტიტუცია, ჰომოსექსუალიზმი და ნარკომანია ნორმალურია მოვლენაა და „ადამიანის უფლებების" სფეროს განეკუთვნება...

 

ამერიკულ გრანტებს, ცხოვრების სწორედ ასეთი, უკიდურესად გახრწნილი წესის პროპაგანდაში იღებენ... და იქ რომ სიღარიბით დაჩაგრული, არასრულწლოვანი, ქართველი გოგონებისთვის ცხოვრების საბოლოოდ დანგრევა ხდება, ამას არაუშავს ალბათ, მთავარია „გრანტი" აიღონ და ესენი საკუთარ დედასაც გაყიდიან თვალს არ დაახამხამებენ ისე ...

 

და კიდევ, რაც მთავარია, პრემიერის ამ განცხადებას მაშინ დაედება ნამდვილი ფასი, როგორც კი „სუტინიორების" დაპატიმრება დაიწყება... მაგათი ადგილი ციხეშია, პარაშასთან ახლოს...", - წერს ბაღათურია.


შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს დაავალა, გარკვეულ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესდეს.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner