logo_geo
eng_logo
გიორგი გაბედავა: ირინა ენუქიძე მართლაც რომ გმირი დედა იყო...
- +

27 მარტი. 2016. 05:31



თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის სახელი მიენიჭა. ამასთან დაკავშირებით უფლებადამცველი გიორგი გაბედავა საკუთარ facebook გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და ამბობს, რომ ქალბატონი ირინა მაშინ იქნება დაფასებული, როცა დამნაშავეები დაისჯებიან.




ძალიან კარგია ქუჩას რომ არქმევენ ქალბატონი ირინას სახელს, მაგრამ ყველა დამნაშავე დასჯილი არ გახლავთ საბოლოოდ... დამნაშავეები რომ დაისჯებიან მაშინ იქნება ქალბატონი ირინას სახელი დაფასებული ბოლომდე მართლაც რომ გმური დედა იყო...", - წერს გაბედავა.


შეგახსენებთ,

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის სახელი მიენიჭა.

საკრებულოს შესაბამისი განკარგულება, საკანომდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული. 

2006 წლის 28 იანვარს პოლიციელების მიერ ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში გარდაიცვალა.

2015 წლის 22 დეკემბერს, პრეზიდენტმა ირინა ენუქიძე ქვეყნისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×