logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: რა გაგიხდათ ეს ჩმორების პარტია, რომ ვერ მოაქცევთ ერთ ტიკჭორაში....
- +

28 აპრილი. 2016. 21:32


ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოცილაური ქსელის მეშვებოთ ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებებზე ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით სამართლიანი რეაგირება მოახდინონ.


„დღეს დიდი ხუთშაბათია...  არ უნდა ვწერდე ასეთ აგრესიულ წერილს, მაგრამ... მოკლედ, ორი დღეა ვუყურებ ბოტანიკური ბაღის ირგვლივ უნიჭო სანახაობას...

„ნიკან2- რუსთავ2 მელია" და მისი მსგავსი ან უარესი დეგენერატების ხეტიალზე მოგახსენებთ... მაგრამ ახლა მელია- ყველიას ამ მორიგ გამოხდომაზე მეტად ჩვენი ხელისუფლება მაშმაგებს და მაბრაზებს - ვის ერიდებით, რატომ ერიდებით?! ისეთი ნეტარნი და შემნდობნი ხართ, რომ არ გინდათ ამ ვნების კვირაში სული დაიმძიმოთ?! სასაცილოა, - თქვენი ეს უნიათობა კიდევ უარეს აგრესიას გამოიწვევს და ხალხი გავუსწორდებით ამათ და მერე ნუ იკბენთ თითებზე და ცოტა ქვემოთ...

ამაზრზენად იქცევით- რა გაგიხდათ ეს ჩმორების პარტია, რომ ვერ მოაქცევთ ერთ ტიკჭორაში.... (ვეჭვობ, ამ სიტყვის მნიშვნელობა იცოდეთ, მაგრამ ესეც „დავალება" და იმტვრიეთ თავი!) კეთილი ინებეთ და, გვაცადეთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული და ნუ გვაყურებინებთ ამათ ტინგიცობას!

 დროულად მოუმთავრეთ, სანამ ჩვენ ავიღებთ ამას ჩვენს თავზე..."- აღნიშნავს სიამაშვილი. 


 

right_banner
არქივი
right_banner