logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა ვახო ხუზმიაშვილზე: ბრავო, ვახო! ამ პოსტით ნამუსი მოწმინდა მთელ ტელევიზიას!
- +

15 ივნისი. 2018. 11:11

 

 

„აი, ასე, ტელეკომპანია „იბერიაში“ მუშაობენ ასეთი ადამიანებიც. ჩემი ვახო, ბრავო, ვახო, ამ პოსტით ნამუსი მოწმინდა მთელ ტელევიზიას და გასვიანის ფარჩაკ გადაცემას!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს და ვახო ხუზმიაშვილის facebook-პოსტს ავრცელებს:

 

„მე, როგორც ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, კატეგორიულად ვემიჯნები ჩვენი არხის ერთ-ერთი გადაცემის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის კოტე იოსელიანის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ განცხადებებს. ეს სცდება პოლიტიკის და ეთიკის ჩარჩოებს და არის ამორალური.

 

ამიტომ, ტელეკომპანია „იბერია“ დღეიდან უარს ამბობს კოტე იოსელიანისთვის ეთერის დათმობაზე. პრადად მე კი საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს და პირობას ვდებ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებების ავტორი, ვერც ერთი რესპონდენტი, მმართველი გუნდიდან იქნება ის თუ ოპოზიციიდან, ვერ მოხვდება ჩვენს ეთერში“, - წერს ხუზმიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner