logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: დიასპორის კომიტეტმა, მე და ემზარ კვიციანს, ჩვენს მიერ დაყენებულ ორივე საკითხში მხარი დაგვიჭირა!
- +

19 ივნისი. 2018. 02:53

 

 

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა დავბრუნდი პარლამენტიდან, სადაც „მოქალაქეობის შესახებ კანონის“ განხილვაზე დიასპორის კომიტეტმა, მე და ემზარ კვიციანს, ჩვენს მიერ დაყენებულ ორივე საკითხში მხარი დაგვიჭირა!

 

ჩვენი საკითხები:

 

  1. საგამონაკლისო წესით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის (სპორტის და ხელოვნების გარდა) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დროს სავალდებულო იყოს ქართული ენის და საქართველოს ისტორიის ცოდნა.

 

  1. საგამონაკლისო წესის საფუძვლების ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს: ეთნიკური უმცირესობები.

 

ხვალ იურიდიულ კომიტეტშია ამ კანონის განხილვა“, - წერს ტომარაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner