logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: სოფელ ჭუბერში ვითარება კონტროლს ექვემდებარება - მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება!
- +

5 ივლისი. 2018. 19:51

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სოფელ ჭუბერში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს.

 

ხეობაშია ჩასული გიორგი მღებრიშვილი, რომელიც ყველა სარისკო მონაკვეთზე არსებულ სიტუაციას გაეცნო.

 

სტიქიის შედეგების მოკლე დროში ლიკვიდაციისათვის ადგილზე დამატებითი სამაშველო ჯგუფების მობილიზება ხდება.

 

მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, - წერს პერტაია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner