logo_geo
eng_logo
ლევან ფანცხავა: მეხანძრე, რომელიც მთელი დღე სტიქიას ებრძოდა, დღეს ჟურნალისტებზე ფიქრობდა...
- +

12 ივლისი. 2018. 00:46

 

 

ჟურნალისტი ლევან ფანცხავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვიცოდი რომ ყველაზე მაგარი ბიჭები არიან, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. 4 საათიანი ურთულესი გზის შემდეგ ვხედავ მეხანძრე-მაშველი, ხელით გვანიშნებს რომ შევჩერდეთ. ჩვენც ვჩერდებით...

 

მთელი ღამით ხანძარს აქრობდა, მთელი დღე სტიქიას ფაქტობრივად შიშველი ხელებით ებრძოდა, ალბათ ახლაც ცეცხლის კერასთან დგას, ისიც ადამიანია...

 

მანქანის გვერდით კილომეტრიანი ხრამი იყო, მანქანის წინ უზარმაზარი ქვები, ფაქტობრივად გზას ვეღარ გავაგრძელებდით...

 

რამდენიმე წამში ეს ქვები ხრამში გადაყარა და გზა გაწმინდა... სულ რამდენიმე წამში... ჩვენ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარით...

 

მერე ხელი დაგვიქნია წამოდითო...

 

მეხანძრე-მაშველმა რომელმაც 2 დღის განმავლობაში, ნერვები, ძალა სტიქიის ბრძოლაში დაკარგა დღეს ჟურნალისტებზეც ფიქრობდა...

 

მადლობა და ამის გამო კი არა, ყველაფრის გამო ეს ბიჭები გმირები არიან!!!", - წერს ჟურნალისტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner