logo_geo
eng_logo
გიორგი ბეგაძე: სოსო გოგაშვილი გამორჩეული ადამიანია, რომელიც ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენს ქვეყანას!
- +

11 ოქტომბერი. 2018. 11:45

 

 

„უამრავი ადამიანი დგას ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ემსახურება თავის სამშობლოს. მუქარა ასეთი ადამიანების მიმართ არის დაუშვებელი!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ბეგაძე წერს. ბეგაძე აღნიშნული პოსტით მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას ეხმიანება.

 

„სოსო გოგაშვილი გამორჩეული ადამიანია, რომელიც ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენს ქვეყანას! მან უამრავი საფრთხე და რისკი ააცილა ჩვენს სახელმწიფოს! ის არის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი და ერთგული ადამიანი.

 

იოსებ გოგაშვილის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ასეთი ღია მუქარა ეხება მთელ ქვეყანას!“ - წერს ბეგაძე.

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=81955

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner