logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: როგორ მეიმედებოდა, რომ ცოცხალი იყო...
- +

23 იანვარი. 2019. 14:03

 

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის შესახებ წერს:

 

„როგორ მეიმედებოდა, რომ ცოცხალი იყო...

ჯერ დედამ თქვა, - 6 იანვარს ველაპარაკე და ორ კვირაში ჩამოსვლას აპირებდაო...

მერე ბიცოლამ თქვა, - 10 თვის წინ გარდაცვლილის ცხედარი ნახეს და ის როგორ იქნებაო...

როგორ მეიმედებოდა, რომ ცოცხალი იქნებოდა, ნახავდნენ და სამშობლოში დაბრუნდებოდა...“ - წერს მძინარაშვილი.

 

„ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს“, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი მტკიცებით, პირველადი დათვალიერების შედეგად დასტურდება, რომ ცხედარი ქართველი მეზღვაურისაა. იოსელიანის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ორი კვირის განმავლობაში ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარებული იყო.

 

http://intermedia.ge/

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×