logo_geo
eng_logo
მარინა ლაგვილავა: მადლობას მოგახსენებთ, ვინც დრო გამონახეთ, დაგვაფასეთ და გაგვათბეთ თქვენი სიყვარულით
- +

11 მარტი. 2019. 11:51

 

ასოციაცია „საქართველოს მქარგველები და ხელმარჯვეების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მარინა ლაგვილავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სურათზე ასოციაცია „საქართველოს მქარგველები და ხელმარჯვეების“ დამფუძნებლები... მარცხნიდან: მარინე ლაგვილავა, ნინო მდინარაძე (აღმასრულებელი დირექტორი), ქეთი კობიაშვილი, სოფიო ჩხიკვაძე, ნინო იოსებაშვილი, მაკა შერმადინი, მაია არაყიშვილი და გულიკო ჩახვაშვილი.

 

გილოცავთ, მეგობრებო, ქალთა დღისადმი მიძღვნილი 3-დღიანი გრანდიოზული გამოფენის ანშლაგით, ბრწყინვალედ ჩატარებას.

 

დიდი მადლობა ჩვენი ასოციაციის სახელით მონაწილეებს, ჩვენი ჯგუფის წევრებს, რომელთა ბრწყინვალე ნამუშევრებმა კიდევ უფრო წარმოაჩინეს ჩვენი ასოციაცია.

 

ემოციებით დატვირთულები მადლობას მოგახსენებთ, ვინც დრო გამონახეთ, დაგვაფასეთ და გაგვათბეთ თქვენი სიყვარულით და აღფრთოვანებით. თქვენი შეფასებები ძალას გვმატებს და ახალი წარმატებების საწინდარი ხდება ჩვენთვის!

 

წინ ქუთაისი გველის, მეგობრებო...“ - წერს მარინა ლაგვილავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner