top_leaderboard
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი ზურაბიშვილზე: მადლობა ღმერთს, ცოტა ხანში ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება

„მადლობა ღმერთს, ცოტა ხანში ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არა თუ მიუღებელია, არამედ მას საერთოდ არ უნდა მიექცეს ყურადღება.

„პრეზიდენტი, რომელმაც ზუსტად ის კონსტიტუცია გათელა ფეხქვეშ, სადაც 78-ე მუხლი, ანუ ქვეყნის ევროინტეგრაცია არის ქვეყნის საგარეო კურსის განმსაზღვრელად დადგენილი. ზურაბიშვილს ქვეყნის უმრავლესობამ იმპიჩმენტი გამოუცხადა და მისგან არათუ მიუღებელია, არამედ საერთოდ ყურადღებაარმისაქცევია ის განცხადებები, რომელსაც ეს ქალბატონი აკეთებს, რამეთუ ფაქტობრივად, ის არის ფორმალური პრეზიდენტი. სულ რამდენიმე თვე დარჩა მას ამ პოსტზე და მადლობა ღმერთს, ცოტა ხანში ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ