logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც კომუნისტურ ეპოქაში იყო განმგმირავი შეფასებები, იგივე სულისკვეთება ჩანს MDF-ს კვლევაში
- +

20 მარტი. 2019. 17:37

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „პირველი არხის“ გადაცემა „კვირის ხედვაში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

 

„ძალიან ტრაგიკომიკურ ვითარებაში ვართ. თითქოს გვიბრუნდება საბჭოურ-კომუნისტური წარსული. როგორც კომუნისტურ ეპოქაში იყო განმგმირავი შეფასებები: „იმპერიალისტების აგენტი“, „ანტისაბჭოთა ელემენტი“, „კლასობრივ-იდეოლოგიური მტერი“, დაახლოებით იგივე სულისკვეთება ჩანს MDF-ს კვლევაში, რასაც გადაცემა იხილავს: მაგ. „ქართველი კრემლისტური პარტია“, „ანტიდასავლური ძალა“ და ა.შ. როგორც იმ დროს იყო სამარცხვინო ბოძზე იმათი გაკვრა, ვისი აზრებიც საბჭოურ მეინსტრიმში არ ჯდებოდა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

გადაცემაში საუბარი იყო კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი „ღია საზოგადოების ფონდი“.

 

აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დისკუსია საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×