logo_geo
eng_logo
თეიმურაზ მურღულია: ეს ხელოვნური ჭაობიც დაშრება და ის, უფრო დიდიც, რომელიც პოლიტიკურ ბაყაყებს ამრავლებს
- +

25 მარტი. 2019. 21:02

 

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე თეიმურაზ მურღულია სოციალურ ქსელში წერს:

 

„რადგან არ ეზარება ოფიციალურ და არაოფიციალურ ნაცმოძრაობას ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსზე შეტევები, არც მე დავიზარებ მორიგ გამოაშკარავებას და ამისათვის პატარა გრაფიკულ სკეჩს გთავაზობთ, რომელზეც კარგად დაინახავთ სად არიან ნაცები და ბაყაყები, ხოლო სად უნივერსიტეტი.

 

სატელიტური სურათი გუგლის რუქებიდანაა და შესაბამისად, ძალიან ახალი არაა, თუმცა სამშენებლო მოედნები უკვე ჩანს. უფრო ახალი სურათები და ყველა საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზეა, ხოლო ახლო მომავალში, ვებსაიტზეც იქნება.

 

ის ხალხი, უნივერსიტეტის მშენებლობის საერთოდ რომ არ სჯეროდა "გულწრფელად", ეხლა ვადებითაა უკმაყოფილო, მერე კედლის ფერს დაიწუნებენ, მერე აკადემიურ პროგრამას, მაგრამ ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ,

 

ბევრმა არ იცის, რომ ბუნებრივი ჭაობები, იგივე ჭარბტენიანი ტერიტორიები, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ფრიად მნიშნელოვანი ფენომენია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების შედეგად, ეს ხელოვნური ჭაობიც დაშრება და ის, უფრო დიდიც, რომელიც პოლიტიკურ ბაყაყებს ამრავლებს“, - წერს თეიმურაზ მურღულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×