top_leaderboard
left_sabechdi

ბაქარ ადამია: სახელიც, რაც დაარქვეს კანონს – „რუსული“ – მოიგონა კონკრეტულმა ადამიანმა, რომელიც თავად ფინანსდება რუსეთიდან – კოლექტიური ხოშტარია

„უამრავ იქ მდგომ ადამიანს ვიცნობ. პირად კომუნიკაციაში ყველამ იცის, რომ ეს [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი რუსული არ არის, მაგრამ იქ დგას იმიტომ, რომ კონკრეტული პროტესტი აქვს მთავრობის მიმართ”, – ამის შესახებ ბაქარ ადამიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„აქციაზე მდგომი ადამიანები ჯგუფებად არიან დაყოფილები. უამრავ იქ მდგომ ადამიანს ვიცნობ. პირად კომუნიკაციაში ყველამ იცის, რომ ეს [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი რუსული არ არის, მაგრამ იქ დგას იმიტომ, რომ კონკრეტული პროტესტი აქვს მთავრობის მიმართ და უნდა, რომ მისი ხმა დაფიქსირდეს. არიან 16-18 წლის ახალგაზრდებიც აქციაზე, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ კანონთან დაკავშირებით. არის მესამე კატეგორია, რომელიც მოწადინებულია სისხლისღვრის, დანარჩენი ადამიანების პროცესში მოტყუებით ჩართვით და მათ ზურგს უკან დამალვით. სახელიც რაც დაარქვეს კანონს, „რუსული“ მოიგონა კონკრეტულმა ადამიანმა, რომელიც თავად ფინანსდება რუსეთიდან. პირველი, ვინც ეს სახელი უწოდა ამ კანონს, იყო კოლექტიური ხოშტარია“, – აღნიშნა ადამიამ.

ასევე იხილეთ