logo_geo
eng_logo
ნუკა არველაძე: სირცხვილია, ხელს ითბობდე სხვა ადამიანების საკუთრების მოპარვის ხარჯზე!
- +

28 მარტი. 2019. 13:24

 

„საქართველოში ხელოვან ადამიანებს არცთუ სახარბიელო მდგომარეობა რომ აქვთ, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ კულტურის სფერო ცოტა დაულაგებელ, გაურკვეველ ვითარებაშია და ამის არაერთი მიზეზი არსებობს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნუკა არველაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საავტორო უფლებები ამა თუ იმ პროექტზე, სიმღერაზე ფაქტობრივად შემოსავლის ერთადერთი წყაროა ხელოვანისთვის. მან ზუსტად უნდა იცოდეს, რა და როგორ ხდება. როგორც აღმოჩნდა, წლების წინ ზარ-ზეიმით შექმნა და აუწყა ხალხს, რომ აი, ჩვენ ვართ, რაც ვართ, გაერთიანდით ჩვენთანო და რა? უშველეს თავის თავს. როგორც გავარკვიე, გადახდა ხდება კვარტალში ერთხელ და საკმაოდ დაბალი თანხების. შემსრულებლებს და ავტორებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რატომ 2 ლარი და არა 5 ლარი. სამარცხვინოა, ხელს ითბობდე და ბიზნესს აკეთებდე სხვა ადამიანის საკუთრების მოპარვის ხარჯზე!

 

წესით, გადახდა უნდა ხდებოდეს თვეში ერთხელ! როგორც ვიცი, ზარ-ზეიმით შექმნილ „კობალაძე და კომპანიას“ გარდა იმისა, რომ თავისთან გაწევრიანებულ ხალხთან აქვს პრობლემა, ასევე პრობლემა შეექმნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან! და დადგა აუცილებლობა, ალტერნატიული ორგანიზაცია შექმნილიყო.

 

საქართველოში არ ულხინს ხელოვან ხალხს და ამიტომ, აუცილებელია, რომ იყოს ნორმალური და ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც პატიოსნად მოემსახურება და დაიცავს მათ უფლებებს!

 

გადახედეთ ევროპის ქვეყნებს, ამერიკას, აზიისკენაც მიმოიხედეთ, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა. უმაღლეს დონეზეა დაცული საავტორო უფლებები! დროა, ამ კუთხით გაიმართოს ეს ხაზი და ჩვენს ხელოვან ხალხს ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ნაშრომი თვითონვე მოიხმაროს!“ - წერს არველაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×