logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა აშშ-ის კონგრესისგან!
- +

23 მაისი. 2019. 14:24

 

„უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა აშშ-ის კონგრესისგან. საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მუშაობის შედეგად კონგრესის ქვედა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მიიღო“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საქართველოს მხარდამჭერ კანონპროექტში, ხაზგასმითაა დაფიქსირებული სრული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე;

 

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას;

 

კონგრესი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

 

კანონპროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას;

 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დამრღვევებისთვის კი მკაცრი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

 

სწორედ ამ აქტის მიღებას ლობირებდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იანვარში ვიზიტის დროს.

 

აქტი ინიცირებულია საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეების ჯერი კონოლის (დემოკრატი) და ადამ კინზინგერის მიერ (რესპუბლიკელი)“, - წერს ჩუგოშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner