logo_geo
eng_logo
ბიტკოინის კურსმა წლის ბოლოსთვის 900 დოლარს მიაღწია
- +

23 დეკემბერი. 2016. 22:50


 


ვირტუალური ვალუტის ბიტკოინის ღირებულებამ სამი წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ერთი ბიტკოინი დაახლოებით 900 აშშ დოლარი ღირს.


ბიტკოინი შეიქმნა უცნობი დეველოპერის (ან დეველოპერთა ჯგუფის) Satoshi Nakamoto მიერ 2008 წელს და პირველად ქსელში გაუშვეს 2009 წელს.


BITCOIN (btc) წარმოადგენს თანამედროვე ვირტუალურ და ანონიმურ ფულის ერთეულს. არ არსებობს ქაღალდის ფული ან მონეტები, ის არსებობს მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში. მიუხედავად ამისა BITCOIN-ი ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტაა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბიზნესმენები დიდი რაოდენობით ფულს აბანდებენ მასში ინფლაციისგან თავის დასაცავად.


2016 წლის დასაწყისში, ერთი ბიტკოინი დაახლოებით 435 აშშ დოლარი ღირდა, თუმცა, მისი ფასი სტაბილურად იზრდებოდა მთელი წლის განმავლობაში. 


ვირტუალურ ვალუტაზე განხორციელებული რეგულარული ჰაკერული თავდასხმების მიუხედავად, მისი გამყარების ტრენდი მაინც გაგრძელდა. ექსპერტების განცხადებით, ბიტკოინის კურსის ზრდა დაკავშირებული იყო ჩინური იუანის გრძელვადიან გაუფასურებასთან.



 

right_banner
არქივი
right_banner