logo_geo
eng_logo
ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველო 70-ე ადგილზეა
- +

11 აპრილი. 2017. 22:26



bm.ge- ის ინფორმაციით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველო 1 ადგილით დაწინაურდა და 3.70 ქულით 70-ადგილი დაიკავა.


ინდექსის ცალკეული კომპონენტების მიხედვით თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ მაგალითად ბიზნესგარემოს შეფასების კომპონენტში საქართველო 10 ადგილით არის დაწინაურებული და 32-ე ადგილიდან 2017 წლის რეიტინგში 22-ე ადგილზე გადაინაცვლა.  საქართველოს პროგრესი აქვს უსაფრთხოების კომპონენტშიც, სადაც 32-ე ადგილიდან 29-ე პოზიცია დაიკავა.


საერთაშორისო კვლევის მიხედვით, მნიშველოვანია, თუ რამდენად იცვლება წლიდან წლამდე ქვეყნების დამოკიდებულება ტურიზმის სექტორისადმი და რამდენად დგას დღის წესრიგში ამ დარგისთვის პრიორიტეტის მინიჭების საკითხი. ამ კომპონენტშიც საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებული - 53-ე ადგილიდან საქართველომ 41-ე ადგილზე გადაინაცვლა.


ჯამში, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველომ ყველა მოცემულ კომპონენტში აჩვენა პროგრესი, გარდა ტურიზმის სერვისის ინფრასტრუქტურის კომპონენტისა. ამ კომპონენტში 2015 წელს საქართველო 50-ე ადგილზე იყო, 2017 წელს 70-ე ადგილზე გადაიწია.


„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი", ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსის დასადგენად, 136 ქვეყნის მონაცემებს ამოწმებს და თითოეულ ქვეყანას ცალ-ცალკე 14 კომპონენტის მიხედვით აფასებს.


წელსაც, ისევე როგორც წინა რეიტინგებში, პირველი ადგილი 5.43 ქულით ესპანეთმა დაიკავა, შემდეგ მოდის საფრანგეთი 5.32 ქულით, ხოლო მესამე პოზიციაზე 2015 წლის მსგავსად წელსაც გერმანიაა 5.28 ქულით.


პირველი ათეულში ასევე მოხვდნენ შემდეგი ქვეყნები: იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, იტალია, კანადა და შვეიცარია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×