logo_geo
eng_logo
აშშ-ის საელჩო: ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება!
- +

20 ივნისი. 2019. 15:08

 

აშშ-ში საქართველოს საელჩო დევნილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

მასში ნათქვამია, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა ურყევია.

 

„დევნილთა მსოფლიო დღე ეძღვნება დევნილებსა და იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, რომლებსაც ძალით დაატოვებინეს სახლი. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ, რომელიც დღემდე გრძელდება, ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე გამოაძევა იმ სოფლებიდან და ქალაქებიდან, რომელსაც დღემდე უწოდებენ სახლს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას იძულებით გადაადგილებული ადამიანების მხარდასაჭერად, რათა დავეხმაროთ მათ იარების მოშუშებასა და ტკივილის შემსუბუქებაში. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

https://www.facebook.com/usingeo/photos/a.468984812953/10157289498252954/?type=3

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner