logo_geo
eng_logo
გერმანიის ელჩი: 20 ივნისის საღამოს პარლამენტთან ვიმყოფებოდი...
- +

12 ივლისი. 2019. 18:42

 

„20 ივნისის საღამოს პარლამენტთან ვიმყოფებოდი, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა არ მიმიღია“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა დღეს განაცხადა.

 

„ყველასთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე.

 

რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო.

 

ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტიდან ხედავდა, 20 ივნისის ღამეს ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ლიდერობდა შტურმს და აღნიშნა, რომ მასთან ერთად რამდენიმე ქვეყნის ელჩიც იყო.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner