logo_geo
eng_logo
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
- +

8 სექტემბერი. 2019. 17:28

 

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

 

პარლამენტმა ნდობა შემდეგი შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტს გამოუცხადა:

 

პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია;

 

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;

 

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი;

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა;

 

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე;

 

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი;

 

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;

 

ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;

 

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner