logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე ადასტურებს, რომ კომპანიების თხოვნით დღგ-ს თემაზე ფინანსთა მინისტრთან კომუნიკაცია ჰქონდა
- +

8 სექტემბერი. 2019. 18:01

 

 

დეპუტატი ლევან კობერიძე ფინანსთა მინისტრს უპირისპირდება. ორი დღის წინ საკომიტეტო მოსმენა დეპუტატსა და მინისტრს შორის მწვავე კამათში გადაიზარდა.

 

„ნუ მებლატავები” - მიმართა დეპუტატმა ფინანსთა მინისტრს, როცა ივანე მაჭავარიანი სხვადასხვა კომპანიებთან დაკავშირებულ დღგ-ს თემას განიხილავდა.

 

შეგახსენებთ, 5 სექტემბერს, მთავრობის წევრების საკომიტეტო მოსმენის დროს, ივანე მაჭავარიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა და კომპანიების მხრიდან თაღლითობაზე საუბრობდა, რა დროსაც განაცხადა, რომ სახელებს და გვარებს ვერ დაასახელებდა.

 

„სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით, მე მგონი ბატონმა ლევანმა ჩემზე კარგად იცის ზოგიერთი მათგანი, შესაბამისად... ბატონო ლევან, იცით მე რაზეც ვამბობ, ალბათ მიხვდით, რაც გითხარით, მეტი აღარ დავაბრუნოთ, გირჩევთ, რომ არ დავაბრუნოთ, ამ საკითხე საუბარი. მე თქვენ გირჩევთ, რომ ამ საკითხზე საუბარი აღარ გავაგრძელოთ, გთხოვთ. ამ საკითხზე თქვენი გაწიწმატების ესოდენ მაღალი ხარისხი ცოტა სხვა რამეს ხომ არ უკავშირდება? ზედმეტი შენ არ მოგივიდეს, მთელი დღეა თქვენობით გელაპარაკები და შენ მართლა ზედმეტი არ მოგივიდეს. ლევან, ეს კარგად დაიმახსოვრე! რაღაცა არ შეგეშალოს შენ, ამას სერიოზულად გეუბნები, ეს არ გეგონოს ჩვეულებრივი საპარლამენტო გადალაპარაკება“, - უპასუხა ვანო მაჭავარიანმა.

 

თუმცა საპარლამენტო კულუარებსა და მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ლევან კობერიძე კონკრეტულად ლაურა ღაჭავას კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დალაგებას ითხოვდა და ფინანსთა მინისტრს, ღაჭავას ვაჟთან, დავით კოდუასთან შეხვედრას სთხოვდა, რაზეც მაჭავარიანმა უარი თქვა. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, ამის გარკვევა ჟურნალისტებმა პირადად ლევან კობერიძესთან სცადეს. დეპუტატი კომპანიას არ აკონკრეტებს, თუმცა ადასტურებს, რომ დღგ-ს თემაზე ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანთან კომუნიკაცია ნამდვილად ჰქონდა.

 

„ამ თემის წამოწევისთანავე მე დამიკავშირდა რამდენიმე კომპანია. როგორც დეპუტატმა მოვისმინე მათი ინფორმაცია და საქმის კურსში ჩავაყენე ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი. როგორც ვიცი, ამ კომპანიასთან მისი კომუნიკაცია შედგა, თუმცა იმის იქით რა მოხდა არ ვიცი”, - განმარტა ლევან კობერიძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner