logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება
- +

9 ოქტომბერი. 2019. 17:20

 

 

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.

 

შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებს.

 

ვახტანგ გომელაურმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ მიღწევებზე, ასევე, ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner