logo_geo
eng_logo
გოგა გულორდავა ზაზა თავაძეს: არაფერი გსმენიათ, რომ მაშინდელი იუსტიციის სამინისტროში და პროკურატურაში არსებობდა შავი ბუღალტერია?
- +

10 ოქტომბერი. 2019. 13:10

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა დაინტერესდა, მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს, რომელიც 2008-10 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და  მისი საკურატორო სფერო იყო ეკონომიკური დეპარტამენტი, სმენია თუ არა შავი ბუღალტერიის არსებობის შესახებ, სადაც ხდებოდა სხვადასხვა არალეგალური თანხების აკუმულირება.

 

„არაფერი გსმენიათ ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორების ანგარიშების შესახებ, სადაც არაერთის არის მოხვედრილი ასეთი ფაქტები, რომ მაშინდელი იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურაში და ა.შ. არსებობდა გარკვეული შავი ბუღალტერია, შავი ანგარიშები, სადაც ხდებოდა სხვადასხვა არალეგალური თანხების აკუმულირება?“ - მიმართა კითხვით გულორდავამ ზაზა თავაძეს.

 

დეპუტატმა კანდიდატს განუმარტა, კონკრეტულად რაზე მიუთითებდა - „თქვენ ახსენეთ საპროცესო შეთანხმებები. ამაზე არის საუბარი, რომ ხშირად საპროცესო გარიგებით მიღებული თანხები არ ხვდებოდა მიზნობრივად საბიუჯეტო ანგარიშებზე და ხვდებოდა სხვადასხვა ანგარიშებზე. ამაზე მრავალი საქმეც არსებობს და დღევანდელი მდგომარეობითაც მიდის გამოძიება პროკურატურაში, რომ გამქრალია საერთოდ ის ანგარიშები. საპროცესო გარიგების შემთხვევაში ანგარიშზე თანხის შეტანისას ეთითებოდა საქმის ნომერი და ბრალდებულის ვინაობა, ეს ყველა საბანკო ამონაწერში ჩვეულებრივად გამოჩნდებოდა, რომ თქვენს ანგარიშზე იყო შემოსული თანხა“.

 

გოგა გულორდავა დაინტერესდა, კანდიდატის აზრით, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მან თავადვე განმარტა, რომ ახალი კანონმდებლობით განსაზღვრულია კიდევ ერთ კრიტერიუმი - კეთილსინდისიერება, რაც კანონმდებლობაში შემთხვევით არ ჩაწერილა.

 

„ამ პრინციპიდან გამომდინარე მე ვთვლი, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატის ირგვლივ არ უნდა რჩებოდეს გარკვეული კითხვის ნიშნები, ეს კითხვის ნიშნები სხვადასხვა ჯგუფების თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ წამოწეულია, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და მე მინდა თქვენ ამაზე ისაუბროთ,  ეს არის თქვენს ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებული საკითხი და იმ ბინის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც თქვენ სიმბოლურ ფასად გადმოგეცათ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს და გთხოვთ, ამ კითხვაზე გულწრფელად და ამომწურავად გასცეთ პასუხი. ისე, რომ საზოგადოებაში აღარ დავტოვოთ კითხვის ნიშნები“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner