logo_geo
eng_logo
სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი: საქართველო სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს
- +

17 ოქტომბერი. 2019. 17:45

 

„საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ვიტორ გასპარმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრისას. 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა განიხილეს საგადასახადო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების, ფისკალური რისკების მართვისა და ფინანსთა სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების საკითხები.

 

როგორც სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

 

„საქართველო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს. დეფიციტი შემცირდა, ამავე დროს,  გაუმჯობესდა ხარჯვის პრიორიტეტებიც  ინფრასტრუქტურისა და სოციალური მიმართულებებით. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სავალუტო ფონდთან ერთად, ყველაზე მეტად არის ჩართული შესაძლებლობების განვითარებაში. სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ საჯარო ფინანსების რისკების მართვის საკითხებზე, რომელიც ასევე გულისხმობს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესის გაუმჯობესებას. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა“, - განაცხადა ვიტორ გასპარმა.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner