logo_geo
eng_logo
დაჩი ბერაია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“: ვარ მოლოდინის რეჟიმში, რომ თავისი უგუნური საქციელი გამოასწორონ
- +

18 ოქტომბერი. 2019. 18:04

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას ეხმიანება:

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჩემს მეუღლეზეც მიუთითა, რომ საჯარო სექტორში მუშაობს. მე და ჩემი მეუღლე 13 წელია უკვე ცოლ-ქმარი ვართ და სანამ დავქორწინდებოდით, მანამდეც ბანკში მუშაობდა და დღემდე უწყვეტად ბანკში მუშაობს. ჩემთვის არ დაურეკავთ და ბოდიში არ მოუხდიათ, ბატონი დიმიტრი ხუნდაძისგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ მე მათ ამ შეცდომის შესახებ მივუთითე. იმედი მაქვს, მონახავენ გონივრულ ფორმას თავიანთი შეცდომის გამოსწორების, ვარ მოლოდინის რეჟიმში, რომ თავისი უგუნური საქციელი გამოასწორონ“, - განაცხადა დაჩი ბერაიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner