logo_geo
eng_logo
გიორგი გახარაია მედვედევის განცხადებაზე: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიმართულია მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის ემუქრება
- +

19 ოქტომბერი. 2019. 16:52

 

„საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის არ ემუქრება“, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსეთის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ NATO-ს ბაზების უშუალოდ რუსეთთან ახლოს განთავსებამ არ შეიძლება დადებითი ემოციები გამოიწვიოს.

 

„საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის არ ემუქრება. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას. ეს პოზიცია განსაკუთრებით აშკარა, ღია, გასაგები და მისაღებია ყველა ნორმალური ადამიანისთვის აქედან, სადაც ვიმყოფებით, გორის რაიონიდან. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კეთილდღეობისკენ და არც ერთ შემთხვევაში, არავის წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის განცხადებით, NATO-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ რუსეთთან ახლოს, არ შეიძლება დადებითი ემოციები გამოიწვიოს. მისივე თქმით, მოსკოვი მსგავს ნაბიჯებს პოლიტიკური და „სამხედრო გზით“ უპასუხებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner