logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: 2003-2012 წლებში არსებულმა ძალადობრივმა სისტემამ შეაღწია აბსოლუტურად ყველა დარგში
- +

4 ნოემბერი. 2019. 12:51

 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი დაინტერესდა, რამდენად განიცდიდა  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე 2003-2012 წლებში ხელისუფლებისგან ზეწოლას სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

 

„საზოგადოებას აინტერესებს ის პერიოდი, როდესაც არ იყო ისეთი გამჭვირვალე პროცესები, რომ საზოგადოებას კარგად გაეგო და გაეთვითცნობიერებინა, თუ რა ხდებოდა ამა თუ იმ სფეროში, ამა თუ იმ დარგში, ამა თუ იმ მიმართულებაში. მე ვგულისხმობ 2003-2012 წლებს. საზოგადოებას ყველას მიმართ ობიექტური ხედვა გააჩნია და , როგორც წესი, არ ცდება. თუმცა თქვენ ახსენეთ, რომ ადმინისტრაციულმა პალატამ შეინარჩუნა  ხარისხი. თქვენს პასუხში ჩანს, რომ შეილება სხვა პალატებმა ეს ვერ შეინარჩუნეს, ვერ შეძლეს ამის მიღწევა და  ადმინისტრაციულმა პალატამ ეს გააკეთა.  ჩვენ ვიცით, რომ ძალადობრივმა სისტემამ, რომელიც ვერტიკალში არსებობდა, შეაღწია აბსოლუტურად ყველა დარგში, შეაღწია სახელმწიფო მმართველობის მცირე მასშტაბის და მნიშვნელობის საკითხებშიც კი. რა  თქმა უნდა, სასამართლო კუთხითაც მას თავისი ზეგავლენა ჰქონდა და  როგორც არ უნდა ვისაუბროთ ჩვენ,   სისტემაზე იყო ზეგავლენა  თუ კონკრეტულ მოსამართლეზე, ასეთი ზეგავლენა, ასე თუ ისე, არსებობდა.  თქვენ ახსენეთ 60 %  იმ საქმეების, მოქალაქეთა სასარგებლოდ რომ წყდებოდა. იყო კიდევ 40 % და იყო კიდევ კონკრეტული შემთხვევები, როდესაც, შესაძლებელია, თეორიულად სახელმწიფოს გამოეყენებინა თავისი მექანიზმი სასამართლოზე ზეწოლის.  ხომ არ გახსენდებათ კონკრეტული ასეთი შემთხვევა თქვენთან მიმართებაში და ხომ არ ნანობთ რომელიმე ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მაგალითად, დღევანდელი გადასახედით, ისეთი ფორმით არ მიიღებდით, როგორც ეს მიიღეთ მაშინ?“ - მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს დავით მათიკაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

 

მოსამართლეობის კანდიდატის, ნინო ქადაგიძის პასუხით,  არის გადაწყვეტილებები, რომელსაც სხვა კუთხით შეხედავდა და, შესაძლოა, სხვა სახის გადაწყვეტილებებიც მიეღო.  მისი განმარტებით, მოქმედმა ხელისუფლებამ  საქართველოს კონსტიტუციაში  „კანონის უზენაესობა“ შეცვალა „სამართლის უზენაესობით“, რაც მის გადაწყვეტილებებზეც აისახებოდა.

 

„ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა სამართლის უზენაესობა, ეტაპობრივად მივხვდებით, რამდენად წინგადადგმული ნაბიჯია თუნდაც ეს ერთი ჩანაწერი კონსტიტუციაში“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner