logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: რაც უფრო ხშირად იქნება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუები და წერილები, რომელიც მის გეგმებთანაა დაკავშირებული, მით უფრო...
- +

4 ნოემბერი. 2019. 17:27

 

„ბიძინა ივანიშვილის წერილი არის პასუხი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მუდმივად აცხადებენ, რომ  ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს ყიდულობს, თავის ბიზნესს აკეთებს, თავის ქონებას ამრავლებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს წერილში კონკრეტული ფაქტები აქვს მოყვანილი,  120 მლნ-იანი ინვესტიციასთან დაკავშირებით.

 

„120-მილიონიანი ინვესტიცია ჩადო „პარაგრაფში“, რომელიც მართლა გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე  მნიშვნელოვან საკურორტო დასასვენებელ ადგილად და სასტუმროდ. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ  60 მლნ-ის გადახდის პირობებში,  მზად არის, დაუთმოს ინვესტორს. ასევე „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით იმავეს ამბობს, აბასთუმნის კურორტთან დაკავშირებით და  იმავეს ამბობს ძალიან ბევრ პროექტთან დაკავშირებით.  თანაც უნდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც დაახლოებით  3 მლრდ აქვს ქველმოქმედება განხორციელებული ქვეყანაში, არ ეშლება ასეთი ტიპის ნაბიჯების გადადგმა.  მთავარ ამოცანად ის აცხადებს და ასახელებს რომ შავი ზღვისპირეთის  სწორედ ეს ნაწილი გახდეს კონკურენტუნარიანი ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვისპირეთის სხვა კურორტებთან მიმართებაში.  აქედან საქართველოს ინტერესი იქნება, პირველ რიგში, განხორციელებული. მივესალმები ბატონი ბიძინას ასეთი ტიპის წერილებს. რაც უფრო ხშირად იქნება მისი ინტერვიუები და წერილები, რომელიც მის საქველმოქმედო თუ პოლიტიკურ გეგმებთანაა დაკავშირებული, მით უფრო კარგი პასუხი იქნება ეს ოპონენტებისთვის და ქართველი საზოგადოებაც უფრო დეტალურად გაიგებს, სინამდვილეში  რა ტიპის მოვლენებთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

 

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი  კატალიზატორის როლს თამამობს.

 

„როგორც მან არაერთხელ ფაქტებით და ციფრებით დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ  ის ფინანსურ მოგებაზე კი არა, ფინანსურ ზარალზე მიდის, უნდა, რომ დააჩქაროს პროცესები, რომელიც უკავშირდება ინვესტორებისა და ბიზნესმენების შემოსვლას, ტურისტების რაოდენობის გაზრდას საქართველოში“, - აღნიშნა  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner