logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიზანია შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური ზონა, რომელიც...
- +

13 დეკემბერი. 2019. 12:52

 

„მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ სუამის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებმა ურთიერთთანამშრომლობაში გამოიყენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგია. ასევე ხდება ეკონომიკური აგენტების ურთიერთაღიარება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

 

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომლის მიზანია, რომ შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური ზონა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავისუფლად ივაჭრონ ამ სახელმწიფოებმა ერთმანეთში.

 

„საქართველოსთვის ეს არის პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენი ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს ძალიან ბევრ სახელმწიფოსთან და ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც არის ერთობლივი დეკლარაცია მთავრობის მეთაურების.

 

„ამ დეკლარაციაში ასახულია საერთო მიზნები, რომელიც სუამს გააჩნია შემდეგი ერთი წლის განმავლობაში და ხაზი მინდა გავუსვა, რა თქმა უნდა საუბარია იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც სუამის სახელმწიფოებს აქვს, ვგულისხმობ უსაფრთხოების თვალსაზრისით და იმ თანამშრომლობაზე, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ამ პრობლემების გამკლავებასთან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner