logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დღეს სრულად იყო გამოხატული ჩვენი განწყობა საგარეო პოლიტიკისა და ხვალინდელი დღის მიმართ
- +

14 დეკემბერი. 2019. 19:39

 

 

„გამოწვევები უამრავი გვაქვს და სწორ გზაზე ვდგავართ, დღევანდელი შეკრებაც ამის დამადასტურებელი იყო“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ღონისძიებასთან – „საქართველოს გზა ევროპისკენ“ დაკავშირებით განაცხადა.

 

„ყველა გამოსვლაში ჟღერდა მთავარი მიზანი. იმ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ იყო თუ არა ეს პარტიული, რა საკვირველია პარტიული ღონისძიება იყო. დიდი მადლობა ახალგაზრდებს, ვინც ამას ორგანიზება გაუკეთა. ჩვენი განწყობა, დამოკიდებულება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიმართ, ხვალინდელი დღის მიმართ, ჩვენი ბავშვების მომავლის მიმართ იყო დღეს სრულად გამოხატული. ვფიქრობ, ადამიანი არ დარჩენილა, ვინც მონაწილეობას ღებულობდა, ვინც ტელევიზიით უყურებდა, რომელსაც ამაღლებული განწყობა არ აქვს. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, ჩვენი გზა არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თემა ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიო ძალიან დაძაბულ ვითარებაშია, გამოწვევები უამრავი გვაქვს და სწორ გზაზე ვდგავართ. დღევანდელი შეკრებაც კიდევ ერთი დამადასტურებელი იყო ამის”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner