logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ეს იყო ის პირობა რომელიც ჩვენ დავდეთ და ეს არის ის შედეგი, რომელიც არის მიღწეული
- +

14 დეკემბერი. 2019. 22:25

 

 

 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონმდებლობის დონეზე ყველაფერი არის აბსოლუტურად დახვეწილი და ერთი ქვეყანა დაასახელეთ, ევროკავშირის წევრი, სადაც ამ დონეზე ღიად, მკაფიოდ და გამჭვირვალედ მიმდინარეობს ეს პროცესი.  ჩვენ ვამტკიცებდით, რომ არსებითად გადაიხედებოდა ვითარება და ეს შედეგი დადგა. რეალურად იმ თავდაპირველი ათკაცანი სიიდან არსებულ 14 კაციან სიაში სამი კანდიდატი დამტკიცდა. ეს იყო ის პირობა რომელიც ჩვენ დავდეთ და ეს არის ის შედეგი, რომელიც არის მიღწეული. შესაბამისად, კრიტიკა, რომელიც გვესმის, არ არის სამართლიანი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს, საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხელისუფლებამ  დეტალურად განმარტა პროგრესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კუთხით.

 

„2012 წლამდე თუ მუშაობდა მოსამართლე სასამართლო სისტემაში, ყველას აქვს მიღებული რეპუტაციული ზიანი. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვრჩა. აქ იყო ორი თეორიული ვარიანტი. ან ყველა უნდა გაგვეშვა სახლში, რაც გახსოვთ, გააკეთეს ნაციონალებმა და ამან თავისი უარყოფითი შედეგი გამოიღო და მთლიანად კონტროლის ქვეშ მოაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინდელი სასამართლო სისტემა, ან უნდა მიგვეცა მეორე შანსი მოსამართლეებისთვის და ამ დროს, საერთაშორისო პარტნიორები ითხოვდნენ, რომ არ შევხებოდით მოსამართლეებს და მიგვეცა ეს მეორე შანსი. თუ ეს გადაწყვეტილება მაშინ იქნა მიღებული, როგორ შეიძლება ახლა, შვიდი წლის თავზე ეს შეიცვალოს?

 

იყო რეპუტაციული ზიანი, რაც მიადგა სასამართლო სისტემას და თითოეულ მოსამართლეს, რომელიც იმ სისტემაში მსახურობდნენ, პროცედურა რაც არის დადგენილი ახალი კანონმდებლობით, არის უპრეცედენტო. ვერც ერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას ვერ დაასახელებთ სადაც ამ მასშტაბის ღია და გამჭვირვალე პროცედურა არის ჩატარებული. ჩვენ ეს ვთქვით ჩვენი პარტნიორების წინაშეც და ჩვენი არგუმენტები იყო ძალიან დამაჯერებელი და მათი განწყობა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი არგუმენტები იყო ძალიან დამაჯერებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner