logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

6 აპრილი. 2020. 19:15

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ  ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც კოვიდ19-თან დაკავშირებული ვითარება და ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ეკონომიკის სტაბილიზაციის და აღდგენის ღონისძიებები, ასევე, სოციალური დახმარების საჭიროებები განიხილეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარების მიერ დამატებითი სოციალური დახმარების ორგანიზებაზე.

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დისტანციურ რეჟიმში, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და მიმდინარე კონსულტაციების შედეგებიც განიხილეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner