logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: 53 საქმეა სტრასბურგიდან, წინა ხელისუფლების დანაშაულების გამო, ჩვენ დღეს ფული უნდა გადავიხადოთ
- +

29 მაისი. 2020. 17:17

 

 

ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პლენარულ სხდომაზე უპასუხა, სადაც პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

 

 

„53 საქმე დავითვალეთ სტრასბურგიდან, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო ჩვენ დღეს ფული უნდა გადავიხადოთ. ეს თემაც გადაიფარა იმით, მიდის თუ არა გიორგი გახარია ოპოზიციაში. ასე გადაფარვები მიმდინარეობს ყველა საკითხის, რომელიც აქტუალურია. ყურადღებით ვიყო ყველა, ხშირ შემთხვევაში, პასუხებია საჭირო. პიროვნულად არასდროს არავინ მომიხსენიებია ოპოზიციიდან - გამოვიდა ქალბატონი ბოკუჩავა და ჩვენ თურმე, ჩვენი მხარდამჭერების სიებს ვადგენთ, რომ მათ დავურიგოთ პროდუქცია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს უზნეობაა. უზნეობას პასუხი სჭირდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner