top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: „მონა ჯის“ ქმნის ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება

მმართველი გუნდის წარმომადგენლები მონაცემთა ბაზის შესახებ ინიციატივას განმარტავენ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ ადამიანების სახელები, ვისი მიზანიც პროცესების რადიკალიზაციაა.

„როდესაც პროტესტი გადადის უკვე ისეთ დაპირისპირებაში, რომ შეგიძლია მანდილოსანს შეაგინო ან ხელით შეეხო, ან მეტიც, გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც აუცილებლად მიგვიყვანს რადიკალიზაციამდე, და რომლებიც ორიენტირებულია როგორმე მსხვერპლის დაშვებაზე, შეჯახების დროს, რასაკვირველია იმ ადამიანების სახელები საზოგადოებამ უნდა იცოდეს. „მონა ჯის“ ქმნის ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ესეც საოცარი მოვლენაა ჩვენი საზოგადოებისთვის. სინამდვილეში ეს არის სულ სხვა რამ. ეს არის ბულინგისთვის გამოყენებული ფეიჯი, რომელმაც არ გაამართლა“, – ამბობს ვოლსკი.

დღეს გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იწყება მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟშია ჩართული.

ასევე იხილეთ