logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყოფილი, საბჭოთა კავშირის პერიოდის საზღვარი სწორედაც სააკაშვილმა განსაზღვრა
- +

10 აგვისტო. 2020. 02:59

 

 

გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირასთან“ რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკის გატარების შესახებ ისაუბრა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის პოლიტიკამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, რუსეთთან ურთიერთობის კი ჩამოყალიბებული ფორმულა არსებობს.

 

„როდესაც შენ გაინტერესებს, რომ აგრესია არ გაგრძელდეს, განაგრძობ მასთან საუბარს ძალიან ვიწრო, მაგრამ გარკვეულ ფორმატში - ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით და შენ გაინტერესებს, რომ შენი პროდუქციის გარკვეული ნაწილისთვის ღია იყოს რუსული ბაზარი. შენ ითვალისწინებ, რომ რუსეთში ცხოვრობს რამდენიმე ასობით ათასი ქართველი. შენ ითვალისწინებ იმასაც, რომ მსოფლიოს ახალი ცხელი წერტილის შემქნა არანაირად აწყობს, მით უმეტეს საქართველოს ტერიტორიაზე. შენ ითვალისწინებ იმასაც, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყოფილი, საბჭოთა კავშირის პერიოდის საზღვარი სწორედაც სააკაშვილმა განსაზღვრა თავის ბრძანებულებაში. და ითვალისწინებ იმასაც, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რუსეთთან ან ცხინვალის რეგიონთან მოლაპარაკებების დაწყება თუ სად უნდა გადიოდეს ეს საზღვარი. აი ამ საკმაოდ მძიმე ჩიხში შეიყვანა საქართველო იმ პოლიტიკამ, რასაც დღეს ჩვენი ოპონენტები თითქოს და სხვას აბრალებენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner