logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არ მიყვარს 9 წელზე და წარსულზე საუბარი, მაგრამ...
- +

9 მარტი. 2016. 14:45


ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანაა 2017 წლის ბოლოსთვის მოხერხდეს გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება მთელი საქართველოს მასშტაბით:



არ მიყვარს 9 წელზე და წარსულზე საუბარი, უბრალოდ მინდა სტატისტიკის სახით ვუთხრა აქ დამსწრე საზოგადოებას, რომ ჩვენ სამი წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში ვართ დაახლოებით 200 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოვახდინეთ. 9 წლის განმავლობაში გაზიფიცირებული იქნა დაახლოებით 200 ათასი აბონენტი. შედარება ძალიან მარტივია, მინდა გითხრათ, ყველა რეგიონში ჩავდივარ, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და ყველაზე მთავარი პრობლემა არის გაზიფიცირება. რაიონები, სოფლებია, სადაც გარკვეული ქუჩები გაზიფიცირებულია, ქუჩის მეორე მხარეს დარჩენილია ადამიანები, რომლებსაც გაზი არ აქვთ. ეს იწვევს უკმაყოფილებას და ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ 2017 წლის ბოლოსთვის მოვახერხოთ გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება მთელი საქართველოს მასშტაბით. აქ საუბარი არ არის მაღალმთიან რაიონებზე და სოფლებზე, რადგან იქ გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული", - განაცხადა კახ კალაძემ.


 

right_banner
არქივი
right_banner