logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი NATO-ს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
- +

8 მარტი. 2017. 16:42



NATO-ს საპარლამეტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა.


მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის ძირითადი საკითხები განიხილეს.  საუბარი შეეხო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დღის წესრიგს და აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ამ მიმართულებით.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობაზე, რომელიც თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner