logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: აღნიშნული ცვლილებები წაადგება სამომავლო გეგმებს...
- +

14 ნოემბერი. 2017. 01:17



პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ცალკე უწყებად ყოფნა უკეთესი იქნებოდა, - ამის შესახებ კუჭავამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.


„ვთვლი, რომ ეს ძალიან საჭირო იყო და აღნიშნული ცვლილებები წაადგება იმ სამომავლო გეგმებს, რომლებსაც მთავრობა ატარებს. ასე რომ, მე მას მხარს ვუჭერ. ერთადერთი კითხვა სწორედ გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მრჩება, რადგანაც ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი სამინისტროს შერწყმის შედეგად პრიორიტეტი რომელ მიმართულებაზე გადავა. უნდა დაველოდოთ იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენთან შემოვა. საინტერესოა, სტრუქტურული გადაადგილებები როგორ იქნება, როგორ იქნება გადანაწილებული მინისტრის და მოადგილეების პოზიციები და ა.შ. ამიტომ დაველოდები საბოლოო კანონპროექტს, სადაც დეტალურად იქნება ეს საკითხი ჩაშლილი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ახლავე შემიძლია განვაცხადო, რომ პრიორიტეტად უნდა დარჩეს გარემო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და ამ მიმართულების დაკნინება იქნება ძალიან ცუდი ტონი ჩვენი ქვეყნისთვის. თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორი ვალდებულება გვაქვს აღებული საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ბევრი კონვენციითა და საერთაშირისო ოქმებით, რომელზეც ვართ მიერთებულები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შერწყმის შედეგად გარემო დარჩეს პრიორიტეტულ მიმართულებად", - განაცხადა კუჭავამ.


კახა კუჭავას განმარტებით, ის ისურვებდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ცაკლე უწყება ყოფილიყო.


„ეს ჩემი პირადი აზრია. შეიძლება სუბიექტურია, რადგან გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ძალიან სტრატეგიული მიმართულებაა ქვეყნისთვის. გარემოს დაცვის კუთხით ქვეყანამ ცალკე სტრატეგია უნდა შეიმუშაოს. ჩემი აზრით, ცალკე რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა", - განაცხადა კუჭავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner