top_leaderboard
left_sabechdi

კასპში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებიას და საზოგადოების წარმომადგენლებმა 1941-1945 წლების აღმნიშვნელი მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიების შემდეგ სოფელ ახალქალაქში ომის ვეტერანს, 100 წლის შალვა გოჩიტაშვილს ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ შალვა გოჩიტაშვილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარით დაასაჩუქრა.

ვეტერანთა საქმეთა სამსახურის უფროსმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა ომის ვეტერანს  ვეტერანთა საქმეთა სამსახურის საჩუქრები გადასცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები  – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.

ასევე იხილეთ