logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ორბელიანის მოედანი შემადგენელი ნაწილია იმ კონცეფციისა, რომელიც ისტორიული თბილისის რეაბილიტაციას მოიცავს
- +

11 დეკემბერი. 2017. 14:50



თბილისის მერმა კახა კალაძემ ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყება ოფიციალურად გახსნა. როგორც კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ორბელიანის მოედანზე აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება.


„პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის ამ კონკრეტულ უბანში არსებული ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ აქ აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება. ეს მოედანი, ეს პროექტი არის შემადგენელი ნაწილი იმ დიდი კონცეფციისა, რომელიც მთლიანად ძველი, ისტორიული თბილისის რეაბილიტაციას მოიცავს. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქალაქი არის ტურისტულად მიმზიდველი. გვაქვს მიზანი, რომ ეს მიმზიდველობა გაიზარდოს. ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქალაქში, თუმცა, პოტენციალი ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი", - განაცხადა კახა კალაძემ.


კალაძემ ორბელიანის მოედანზე, მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner