logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სკოლებში უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების საკითხში პარლამენტი ჩართული იქნება
- +

11 დეკემბერი. 2017. 16:39



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების საკითხში პარლამენტი ჩართული იქნება.


„ინიციატივა გაჟღერდა, არის ძალიან აქტუალური საკითხი სამწუხარო მოვლენებიდან გამომდინარე, რაც იყო ჩვენს ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში. საკითხი არის აქტუალური და პარლამენტი პირდაპირ იქნება ჩართული. შეიძლება, საჭირო გახდეს საკანონმდებლო ცვლილებები იმისთვის, რომ პრევენციული ზომები სწორად გატარდეს. ჩვენ ვიქნებით თავიდან ბოლომდე ჩართული შესაბამისი კონცეპტუალური ბაზის შემუშავებაში და საკანონმდებლო ბაზის დახვეწაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner