logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: არასწორი იქნება დავიწყო სპეკულაციები თემაზე, თუ რა პირობით შეიძლება გახდეს საქართველო NATO-ს წევრი
- +

14 მარტი. 2018. 16:52


 

„ვფიქრობ, არასწორი იქნება დავიწყო სპეკულაციები თემაზე, თუ რა პირობით შეიძლება  გახდეს საქართველო NATO-ს წევრი", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველ არხთან  ექსკლუზიურ ინტერვიუში Heritage International-ის საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციის კომენტირებისას განაცხადა. Heritage International-ის ხელმძღვანელის ლუკ კოფის რეკომენდაციაა, საქართველო გაწევრიანდეს NATO-ში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის დროებით ამოქმედების გარეშე.


NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ, მოუწოდა NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, პრაქტიკულ დონეზე საქართველოს დახმარება გაზარდონ.


„ვფიქრობ, არასწორი იქნება დავიწყო სპეკულაციები თემაზე, თუ რა პირობით შეიძლება  გახდეს საქართველო NATO-ს წევრი.

 

მნიშვნელოვანია, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ეხმარება რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში. ნატო საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე დახმარებას უწევს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ წევრობისკენ გზაზე საქართველოს აქვს რეალური პროგრესი.

 

ამ პროგრესს საქართველომ მიაღწია რეფორმების გატარებით. რეფორმები ეხება როგორც თავდაცვის, ასევე სხვა სექტორებს.

 

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და დახმარებას. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო იმყოფებოდა საქართველოში.

 

ასევე, მე მოვუწოდე NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, რომ მათ პრაქტიკულ დონეზე საქართველოს დახმარება გაზარდონ. მათ შორის, წვრთნისა და შეფასების ცენტრში, რომელიც ჩვენ ერთად გავხსენით საქართველოში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner