logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ეს არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ღია განაცხადი
- +

14 მარტი. 2018. 16:58



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პრემიერ - მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თმით, სივრცეში იგულისხმება ის, რომ ქართული მხარე კვლავ მზად არის გააგრძელოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, რომელიც არის რუსეთთან ამ საკითხებზე მოლაპარაკების ერთადერთი და მთავარი ფორმატი.


„იმედს გამოვთქვამთ, რომ რუსეთის მონაწილეობა იქნება კონსტრუქციული, რადგან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგი უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და იქედან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას რუსეთის მხრიდან. ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა იქნებოდა გონივრული გამოსავლისკენ ნაბიჯების გადადგმა სწორედ მთავარი გამოწვევიდან, რომელიც გვაქვს 2008 წელს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


ციხელაშვილის განცხადებით, ამ განცხადებაში ხაზი გაესვა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მოწესრიგებისათვის ფაქტობრივად, წინაპირობა არის ის, რომ დაძლეული იქნას მთავარი გამოწვევა, მოგვარებული იქნას მთავარი კონფლიქტი, რაც წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას.

 

„ეს განცხადება გაკეთებულია ყველას საყურადღებოდ და ბუნებრივია საერთაშორისო თანამეგობრობის საყურადღებოდ. ეს არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ღია განაცხადი. ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას, ჩვენი დღის წესრიგი არის კონსტრუქციული და ძალიან, ძალიან პრინციპული იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ შევურიგდებით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების ხელყოფას და გადავდგამთ ყველა ნაბიჯს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და მათი მდგომარეობა გაუმჯობესებული. ამას ემსახურებოდა ეს განცხადება და ამ სივრცეს ვგულისხმობთ, როცა ვსაუბრობთ სივრცეზე", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


„ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები ამ პასუხში. ერთი რამ არის აუცილებლად სათქმელი, რომ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ასეთი სივრცე შეიქმნას".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner