logo_geo
eng_logo
ვანო ზარდიაშვილი: ანა დოლიძემ კარგად მოიკითხოს თავისი ოჯახის ნათესავები
- +

16 აპრილი. 2018. 15:10

„ჩემი მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობს იმ დროიდან, როდესაც მე საერთოდ აზრადაც არ მქონდა, რომ პოლიტიკაში მოვხვდებოდი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ ზარდიაშვილის მეუღლემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

 

ვანო ზარდიაშვილი აბსურდულს უწოდებს ანა დოლიძის მოსაზრებას, რომ მისმა მეუღლემ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე.

 

ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ანა დოლიძე ამ განცხადებით ცდილობს, გადაფაროს „პრეზიდენტის საშინელი შეწყალებები“.

 

„ჩემი მეუღლე იმ უწყებაში 8 წელზე მეტია მუშაობს და მუშაობა დაწყებული აქვს პირველი საფეხურიდან - სპეციალისტის რანგიდან. რაც შეეხება იმას, თუ რისთვის სჭირდება ანა დოლიძეს ეს განცხადებები, ვიცით, რომ ის არის პრეზიდენტის წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადაფაროს ის საშინელი შეწყალებები, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განახორციელა ქორიძის და ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება თვითონ ანა დოლიძეს, კარგად მოიკითხოს თავისი ოჯახის ნათესავები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თუ სკოლაში და თუ ის იტყვის, რომ მისი ყოფილი ქმარი ახდენს მასზე ზეგავლენას, შემდეგ ვიმსჯელებ, შეიძლება თუ არა ეს იყოს ინტერესთა კონფლიქტი“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

 

ანა დოლიძემ დღეს განაცხადა, რომ მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner