logo_geo
eng_logo
თამაზ ნავერიანი მარნეულში მომხდარ ფაქტზე: ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამის პასუხს მიიღებს დანაშაულზე
- +

13 ივნისი. 2018. 18:11

 

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტს ეხმაურება.

 

მისი თქმით, კანონის უზენაესობა, ბრძოლა ძალადობასთან ეს არის მთავარი მონაპოვარი და ყველა ვინც კანონს დაარღვევს შესაბამის პასუხს მიიღებს დანაშაულზე.

 

გაკვირვებული და აღშფოთებული ვარ მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტზე. ორმაგად ამძიმებს მომხდარს ის, რომ ამ კრიმინალური ქმედების ჩადენაში ეჭვმიტანილები არიან საკრებულოს დეპუტატები და ქალაქის მერი, როდესაც თავად უნდა იყვნენ კანონის და წესრიგის სადარაჯოზე და ამის მაგალითს თანამოქალაქეებს აძლევდნენ. კანონის უზენაესობა, ბრძოლა ძალადობასთან, ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი და ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამის პასუხს მიიღებს დანაშაულზე, - განაცხადა ნავერიანმა.

 

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის „ენმ“-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner