logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მომავალ პრემიერთან დაკავშირებით გუნდში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული
- +

13 ივნისი. 2018. 19:54

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან პრემიერ-მინისტრის გადადგომას კავშირი არ აქვს.

 

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ძირითადი მიზეზი ეკონომიკური საკითხებია.

 

„მოვლენებთან, რომელიც ტრაგიკული ფაქტის გამოყენებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა, პრემიერ-მინისტრის გადადგომას არ აქვს კავშირი. საუბარი იყო ბოლო პერიოდში ეკონომიკურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის რეალურ გზებზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნების პოლიტიკა, იყო წარმატებული და საკითხი დგას ასე - მეტი დინამიკა, უფრო სწრაფი განვითარება, რეალურ გამოწვევებზე, რასაც ბოლო დროის კვლევები აჩვენებს, ადეკვატური და სწორი პასუხი.

 

„სწორი პოლიტიკა იყო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის პერიოდში, მაგრამ ახალი ენერგია არასდროს არის ცუდი. გუნდს ყოველთვის სჭირდება განახლება, ახალი სისხლი და ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

ფრაქციის ლიდერი ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენისთვის ერთ კვირიანი ვადა არ დასჭირდება და ეს უფრო ადრე მოხდება. მისივე თქმით, მომავალ პრემიერთან დაკავშირებით გუნდში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამ საკითხზე მსჯელობა „ამ მომენტიდანვე“ დაიწყება.

 

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner