logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძე: ნიღაბს რომ ჩამოიხსნის მარგველაშვილი, მერე დაინახავს საზოგადოება, რა მასკარადშიც მონაწილეობს პრეზიდენტი
- +

14 ივნისი. 2018. 17:42

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე „ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

 

„მასკარადი ის არ არის, ნიღბებით რომ დადიან? აი, ნიღაბს რომ ჩამოიხსნის მარგველაშვილი, მერე დაინახავს საზოგადოება, რა მასკარადში მონაწილეობს უშუალოდ თვითონ. პრეზიდენტი გარკვეულწილად თამაშობს. ის ცდილობს, რომ საზოგადოების ყურადღება მოიკრიბოს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ეს არის მთელი მისი ფილოსოფია.

რაც შეეხება იმ პროცესს, რაც ახლა ხდება, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც დამახასიათებელია საპარლამენტო რესპუბლიკებისათვის. ხშირად ხდება ხოლმე პრემიერების და მთავრობის ცვლა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner