NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაფასა.
„ჩვენ დღეს შევხვდით საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს. განვიხილეთ მათ შორის რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე. დღეს ჩვენ ასევე შევთანხმდით, განვაგრძოთ მუშაობა, რათა საქართველო NATO-ს წევრობისთვის მოვამზადოთ. ჩვენ ვაღიარებთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია რეფორმების კუთხით. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთის მისიის ფარგლებში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.